საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში - ვიქტორ ყიფიანის თქმით, საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

14.08.26 21:32
საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში - ვიქტორ ყიფიანის თქმით, საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს

პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანის საქმით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

როგორც ყიფიანმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა, ახლა პროკურატურა შესაბამისი მოხელეებისგან საკითხის შესახებ ინფორმაციას უნდა ითოვდეს. 

პოლიტიკოსის თქმით, არ შეიძლება რომ აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურობის ან კომერციული საიდუმლოების გრიფით იყოს დაფარული.

წესით ახლა საქართველოს პროკურატურა უკვე პროცესუალურ მოქმედებებს უნდა ახორციელებდეს ამ ფაქტზე და შესაბამის პირებს, იქნება ეს კომპანიის მხრიდან, თუ საჯარო მოხელეთა მხრიდან, მათგან გარკვეულ ინფორმაციას უნდა ითხოვდეს.  ეს არის წესი, როგორ უნდა ვითარდებოდეს ნორმალურ ვითარებაში ნორმალურ სახელმწიფოში ამ საკითხის ირგვლივ გამოძიება. 

ეს არ არის ჩვეულებრივი კომერციული გარიგება, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტრანზაქცია სპეციალური სამართელბრივი შეზღუდვების ზონასთან და ეს არ არის სპეციალური ეკონომიკური ზონა ან ნებისმიერი სხვა სავაჭრო განსაკუთრებული რეჟიმის, ეს არის ოკუპაციის ქვეშ. შესაბამისად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა, თუნდაც ქართული მხრიდან, უვკე ექვემდებარება გარკვეულ პროცედურებს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პროცედურა არის საგანგებო თანხმობა გაცემული საქართველოს მთავრობის მიერ. ამიტომ ეს არ არის გარიგება, რომელიც შეიძლება იყო კონფიდენციალურობის გრიფით ან კომერციული საიდუმლოების გრიფით იყოს დაფარული. ეს არის საჯარო  ინტერესების უშუალო საგანი როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი გაგებით", - აცხადებს დიმიტრი ყოფიანი. 

რა პირობებით შედგა გარიგება და არსებობს თუ არა საფრთხე რომ სწავავი რუსი სამხედროების ხელში აღმოჩნდეს - ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. ქართული ოცნება მეორე დღეა დუმილის რეჟიმშია. ერთადაერთი რაც ირაკლი კობახიძემ დაადსტურა, ბენზინის მიწოდების ფაქტია, თუმცა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არაფერ შუაშია და ეს ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია "სოლიდუსმა" შეიტანა. მისი მფლობელი, გიორგი არველაძე ამბობს, რომ საწვავი კომპანია "რეფსოლისგან" იქნა შეძენილი