სოციალური დახმარების გარეშე 39 530 ოჯახი დარჩა - რას ამბობს ხალხი
სოციალური დახმარების გარეშე 39 530 ოჯახი დარჩა - საარსებო შემწეობა ჯამში 140 ათასამდე მოქალაქეს შეუწყდა. ამ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებსაც გადამოწმების შემდეგ სოციალური დახმარების ოდენობა შეუმცირდათ.
ათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლისთვისაც სახელმწიფო დახმარება ხშირად ერთადერთი სტაბილური შემოსავალია, ახლა შემწეობის გარეშე რჩება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ შემოსავალი პრაქტიკულად არ აქვთ, ვისაც აქვს, ისიც ძალიან მცირეა.
ჩემზე მეტი გაჭირვებული არ მგონია, რომ ვინმე იყოს. რაში მყოფნის? ტაბლეტში არ მყოფნის მარტო, - ამბობს მოქალაქე.
ისეთ დღეში ვარ, ლამის წავიდე, მეტროსთან დავჯდე, ვიმათხოვრო. რა მყოფნის? 60 ლარი რომ საკმარისი იყო, 60 ლარი მაქვს მე, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ კრისტი მარია ოსიაშვილის რეპორტაჟში.