გიორგი ახობაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა
5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ახობაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა.
ვიდეოკადრებს ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
- ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შსს მოთხოვნის საფუძველზე 25-დღიანი პატიმრობა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 24 ივლისს შეუფარდა.
- მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სამართალდარღვევები გაერთიანდა, მათ შორის გრიგოლ კაჭკაჭიშვილზე, ირაკლი კობახიძესა და ლევან მახაშვილზე დაწერილი პოსტები.