მარნეულში მზის სისტემის პანელების მონტაჟისას კაცი გარდაიცვალა

18.08.26 22:19
მარნეულში მზის სისტემის პანელების მონტაჟისას კაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში შუახნის მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახურავიდან ჩამოვარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.