“მოვიდა დრო” - დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.
დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა" - ამბობს კობა ახალაძე ვიდეოში.