ლოგიკური იქნება, ივანიშვილმა საბოლოოდ მოიცილოს კობახიძე და ახალი ფავორიტი დაიყენოს - ეკა გიგაური
მესამე სექტორში ეჭვი აქვთ, რომ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურად დიდი დრო აღარ დარჩა და რომ მას ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე ჩაანაცვლებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, როოგორც წესი, დიქტატორები მათ გვერდით ერთი და იგივე ფავორიტებს დიდი ხნის განმავლობაში არ აჩერებენ და არც კობახიძე იქნება გამონაკლისი.
ძალიან ლოგიკური იქნება, ივანიშვილმა საბოლოოდ მოიცილოს კობახიძე და ახალი ფავორიტი დაიყენოს - ამბობს ეკა გიგაური.
რომ შევხედოთ მსოფლიოში სხვადასხვა დიქტატორების გამოცდილებას, ვნახავთ, რომ ისინი, როგორც წესი დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ფავორიტებს არ აჩერებენ თავის გვერდით, შესაბამისად ისინი ცდილობენ გარკვეული პერიოდის შემდეგ უბრალოდ შეცვალონ ეს ადამიანები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ფავორიტებმა შეიძლება განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვონ.
ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური იქნება ივანიშვილმა საბოლოოდ იგი მოიცილოს და დაიყენოს ახალი ფავორიტი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავდით, მისი სერიოზული ფავორიტი იყო მათ შორის ღარიბაშვილი, ჩვენ ვხედავთ, რა დაემართა ღარიბაშვილს, ფაქტობრივად იგი მოიცილეს.
დიქტატორები, რა თქმა უნდა, ხვდებიან იმას, რომ ხშირად ზუსტადაც მათი მთავარი მოწინააღმდეგეები და მათი ხელისუფლებიდან წასვლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზუსტად მათი გარემოცვის წევრები, ამიტომ ამ საშიშროებას, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ხედავს. ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება კონკრეტული ინფორმაცია გამოყენებულ იქნას ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ მას რომ სურვილი გაუჩნდეს ახლა, იგი ამას ძალიან მარტივად იზამს," - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
ასევე ნახეთ: