"ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა, ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს" - გია ხუხაშვილი
პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის გამოცხადებულ "ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას" ეხმაურება.
მისი თქმით, ეკონომიკური ბლოკადა, საქართველოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა ირანის მიერ აშენებული ქსელი იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდეს ჩვენს ეკონომიკურ სისტემებში, რომ "ქირურგიული ჩარევაც არ აღმოჩნდეს ეფექტური".
ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა, ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა ირანის მიერ აშენებული ქსელი იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდეს ჩვენს თეთრ, თუ რუხ ეკონომიკურ სისტემებში, რომ ქირურგიული ჩარევაც კი არ აღმოჩნდეს ეფექტური მისი მეტასტაზების მოსაშორებლად.
რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს, არა მგონია ამის ახსნა საჭირო იყოს…" - წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური სანქციები და მკაცრი იზოლაცია გამოაცხადა.
ტრამპის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თეირანს გადარჩენაში დაეხმარება ან თავის ინსტიტუტებს ირანული მხარდაჭერის უფლებას მისცემს, "უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება".