ირაკლი ღარიბაშვილს ახალი განცხადება მზად აქვს და დღეს გამოქვეყნებს - ცოლის დამ ყოფილი პრემიერი მოინახულა
ირაკლი ღარიბაშვილი ახალ განცხადებას დღეს გამოაქვეყნებს - ამის შესახებ ექს-პრემიერთან შეხვედრიდან გამოსულმა მისმა ცოლის დამ, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.
თამაზაშვილმა ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში ადვოკატის სტატუსით მოინახულა. რაზე იქნება ყოფილი პრემიერის ახალი გაცხაება, ამის შესახებ ნათია თამაზაშვილმა მედიასთან არ ისაუბრა.
განცხადებას უნდა ველოდოთ, აქვს განცხადება გამოსაქვეყნებლად გამზადებული და დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დიახ დღეს იქნება. რაზე იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით.
(კითხვა - რა უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს ღარიბაშვილი?თქვენს ოჯახს ემუქრებიან>) კონკრეტულად ვერ შევალ დეტალებში, ვერაფერს ვერ გეტყვით დამატებით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ირაკლის ე.წ. ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ იმისი ოჯახის და საკუთარი თავის დაცვაში. დამატებით ვერაფერს გეტყვით. ეს ბრძოლა გამოიხატება მხოლოდ ჩვენი ოჯახის და მისი პირადი უსაფრთხოების დაცვაში".- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.
"პირველების" ჟურნალისტმა ღარიბაშვილის ცოლის დას ჰკითხა, დაკითხულია თუ არა მისი ძმა ლექსო თამაზაშვილი და რა საკითხზე გამოკითხა ის გამოძიებამ? ნათია თამაზაშვილმა დაკითხვის ფაქტიი არ დაადასტურა.
ინფორმაცია არ მაქვს საერთოდ რა დაკითხვაზე საუბრობთ, არ გიდასტურებთ ", - თქვა ნათია თამაზაშვილმა.
ვინ არის ნათია თამაზაშვილი:
ყოფილი პრემიერის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის და ნათია თამაზაშვილი 2021 წელს შსს-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
- ცნობისთვის, ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.
"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .
ასევე ნახეთ:
- ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
- ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს