დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, შალვა ლომიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაირღვა ის პოლიტიკური შეთანხმების საფუძველი, რის გამოც ყოფილი პრემიერი ციხეში იმყოფება და სწორედ ამას უკავშირდება მისი წერილების ერია ციხიდან.
ლომიძე ფიქრობს, რომ ახლა ღარიბაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის მომეტებული პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ და ყოფილი პრემიერი განცხადებების გამოქვეყნებით თავისდ აზღვევას ცდილობს.
მესამე წერილი აგრძელებს პირველი წერილის პათოსს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში იმყოფება გარკვეული სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. და მესამე წერილის პათოსი აშკარად აჩვენებს, რომ გარკვეული შეთანხმება დაირღვა და მის მიმართ არსებობს პატიმრის პრეტენზიები და სთხოვენ მას მომეტებული პასუხისმგებლობის აღებას. და ასევე აშკარად გამოიკვეთა, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ არსებობს გარკვეული ტიპის პრეტენზიები და რისკები, შესაბამისად, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური ფიგურის (ეს ჩემი მოსაზრებაა) საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი გარანტია არის საჯაროობა და სწორედ ამ პათოსით და ამ მიზნით მოქმედებს ირაკლი ღარიბაშვილი. მას დიდი ალბათობით, პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან არ გააჩნია", - ამბობს შალვა ლომიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ: