ნაწილობრივ ინფორმაციას მაინც გამოიტანს იმ ბიჭთან დაკავშირებით - აქციაზე დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს მამა მოინახულებს
აქციაზე დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს მამა მოინახულებს. ის, საკუთარ მეუღლესთან ერთად ციხესთან უკვე მივიდა.
როგორც ცეცხლაძის დედა ამბობს, ზურაბ ცეცხლაძე შვილტან ცოტა ხანში შევა და გაიგებს იმ ადამიანზე ინფორმაციას, რომელზეც მისი შვილი წერილში საუბრობს.
ნარგიზი დავითიძე იმედოვნებს, რომ მისი გადაყვანა დროულად მოხდება შესაბამის დაწესებულებაში და საზოგადოებას მოუწოდებს, გააქტიურდნენ, რაცთა მიაწვდინონ ხმა მათ, ვისაც ეს ეხებათ.
იმ ბიჭის სახელი და გვარიც არ ვიცი, რამენაირად გავიგო და გავაგებინო მის ოჯახსაც, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ამოიღონ ხმა. დღეს შევა ზურა, ნაწილობრივ ინფორმაციას მაინც გამოიტანს, რა ხდება და როგორ განვითარდება მოვლენები ამ ბიჭთან დაკავშირებით, იმედია, გადაიყვანენ, უნდა ავხმაურდეთ აუცილებლად, რომ მივაწვდინოთ დაწესებულებას, გადავსებულია ციხეო, რატოა გადავსებული, ესეც საკითხავია, ხო? ყველას იჭერენ, აუბედურებენ. ხალხო, დროზე გამოიღვიძეთ, აღარ გვინდა რეჟიმში ცხოვრება, - ამბობს ნარგიზი დავითიძე.
ცნობისთვის, გუშინ ზვიად ცეცხლაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით ერთი ადამიანი გამოყო, რომელსაც, მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.