წარმოუდგენელი უვიცობა, უკანონობა და ვანდალიზმია ის, რაც რუსთაველზე ხდება - ცირა ელისაშვილი
წარმოუდგენელი უვიცობა, უკანონობა და ვანდალიზმია ის, რაც რუსთაველზე ხდება - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელი და კულტუროლოგი, ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსთაველის გამზრიზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
ელისაშვილის თქმით, იმ ფონზე როცა რუსთაველზე არსებული კომერციული ფართის მეპატრონეები მიწის ნაყარში პოულობენ არქეოლოგიურ ნივთებს, კულტურის სამინისტრო მერიისგან რუსთაველზე წარმოებული სამუშაოების შეჩერებას უნდა ითხოვდეს.
თბილისის ისტორიული ნაწილი არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება, რომელიც დაცვის 3 ზონისგან შედგება.
❗️რუსთაველის გამზირი არის მკაცრი დაცვის ზონა.
❗️სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც თვალით არ გვინახავს, უნდა შეიცავდეს სახელოვნებათმცოდნეო კვლევას.
❗️უშუალო სამუშაოებს მუდმივ მონიტორინგს უნდა უწევდნენ არქეოლოგები.
❗️რუსთაველზე არსებული კომერციული ფართის მეპატრონეები მიწის ნაყარში პოულობენ არქეოლოგიურ ნივთებს (სავარაუდოდ გვიანი შუა საუკუნეების თიხის ჩიბუხი, წყალსადენის მილები).
❗️თავმოყვარე ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ კულტურის სამინისტრო უნდა ითხოვდეს მერიის მიერ წარმოებული სამუშაოების შეჩერებას, პროექტის გასაჯაროვებას და კონკრეტული სპეციალისტების ჩართვას!
❗️რა ჯანდაბას მიკეთებთ?! თბილისის მერია / Tbilisi City Hall საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურის სამინისტრო
ისტორიულად რუსთაველი და თავისუფლების მოედანი ერთმანეთს ვიწრო სასახლის ქუჩით უკავშირდებოდა. ახლა რაც ჩანს ამ ქუჩაზე არსებული შენობების და გარეთუბნის მიწისქვეშა კოლექტორების ნაშთებია. ამ კოლექტორების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. არავის გასჩენია კითხვა რატომ დაიბზარა რესტავრირებული ოპერის შენობა, საიდან დგება არამიანცის სახლის სარდაფებში წყალი?...
❗️ წარმოუდგენელი უვიცობა, უკანონობა და ვანდალიზმია ის, რაც რუსთაველზე ხდება", - წერს ცირა ელისაშვილი.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორები აღმოაჩინეს.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დედაქალაქის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს და სააგენტოს მოუწოდებს, დაიწყონ აღნიშნული ტერიტორიის მოკვლევა.