"პირველების" ინფორმაციით, მკვლელი ნარკოტიკი თბილისში ლარსიდან შემოიტანეს - რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები
საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე.
"პირველებისთვის" თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოვიდა, 4 კგ. ნარკოტიკი კი მას გასაყიდად რუსეთიდან გადამყვანი მძღოლის საშუალებით გამოუგზავნეს.
ირკვევა, რომ შსს-მ ნარკოტიკების შემოტანის შესახებ მალევე გაიგო, ტვირთი საზღვარზე გაატარა და მას შემდეგ რაც მძღოლმა სატვირთო საკუთარ სახლთან დააპარკინგა, ნარკოტიკები რკინის ყუთიდან ამოიღო და მის ნაცვლად ამანათებში სარეცხი ფხვნილი მოათავსა.
როგორც "პირველებს" ეუბნებიან, უკვე სარეცხი ფხვნილის პაკეტებით სავსე ავტომანქანა დიდუბის ავტოსადგომისკენ გაემართა, სადაც მას რეალიზატორი რუსეთის მოქალაქე დახვდა. რუსეთის მოქალაქეს ეგონა, რომ 4 კგ. ალფა პვპ უკვე თან ჰქონდა და დაფასოება უნდა დაეწყო, თუმცა პოლიციამ მიაკითხა და თბილისის გასასვლელთან დააკავა.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რუსეთის მოქალაქეის გარდა პოლიციას სხვა პირები არ დაუკავებია. "პირველების" ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიხუედავად იმისა, რომ გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, თუ კონკრეტული ამანათი ბრალდებულს როდის და რა ადგილას უნდა მიეღო, ამის ნაცვლად მოხდა ისე, რომ მოხდა ნარკოტიკებსი ჩანაცვლება და ბრალდებული რეალურად ფაქტზე არ დაუკავებიათ. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ გამოძიებას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო თუნდაც ვიზუალური კონტროლი, თუკი ასეთ ფაქტეს ჰქონდა ნამდვილად ადგილი, რეალურად ფაქტის დროს მომხდარიყო ბრალდებულის დაკავება.
რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. საიდან შემოვიდა საქართველოში ეს ნარკოტიკი, მაგას ვერ გეტყვით ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა პირები, არ არიან დაკავებულები. გამოკითხულები არიან მოწმის სახით და როგორც აცხადებენ, ისინი მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულდებდნენ. ჩემიდ აცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ის საქართველოშია რ ცხოვრობს, ტურისტული მიზნით არის როგორც ვიცი, თუმცა დაზუსტებით თქმა არ შემიძლია". - ამბობს ადვოკატი ნუნუ თოდრია.
ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 19-260-ე პრიმა და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.