დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხელახალ გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - რას ითხოვენ მშობლები

21.08.26 17:22
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ხელახალ გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - რას ითხოვენ მშობლები

დაიწყებს თუ არა საქართველოს პროკურატურა ხელახალ გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - 6 წლის წინ დაღუპული ახალგაზრდა ქალის მშობლები დღეს პროკურატურაში ლაშა გამყრელიძემ დაიბარა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, საქმის პროკურორმა მათი განცხადების საფუძველზე დაიბარა საგამოძიებო უწყებაში. 

მშობლები საქმის ხელახლა გამოძიებას და მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. 

ამასთან, თეონა თამაზაშვილის თქმით, მას სურს ირაკლი ღარიბაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის დანაშაულზეც აგონ პასუხი. 

ლაშა გამყრელიძე, პროკურორმა დაგვიბარა ქალაქის პროკურატურაში, მობრძანდითო და გავისაუბროთ თქვენი განცხადების საფუძველზეო. რას გვეტყვიან და როგორ გვეტყვიან ჯერ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. 

ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით, დაგვიბრუნონ კომპიუტერი, დაზარალებულად გვცნონ და მასალებზე გვქონდეს წვდომა. 

ორჯერ იყო კაცი პრემიერი [ღარიბაშვილი] და იმ დროს, რომ გამემჟღავნებინა გვარი, რისი მომცემი იქნებოდა და ახლა, რადგან ციხეში ზის და მისი დანაშაულები დამტკიცდა, მინდა, რომ თამუნას დანაშაულიც აღიაროს და თამუნას დანაშაულზეც აგოს პასუხი, ერთმაც და მეორემაც, ღარიბაშვილმაც და ლილუაშვილმაც და მესამე ვინ არის, დაადგინოს გამოძიებამ. 

ყველა ვარიანტში უნდა გამოიძიონ იმიტომ, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. შევეწირები და არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ," - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას 19 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით მიმართა. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

ასევე ნახეთ: