თამარ ბაჩალიაშილის საქმე - მშობლებმა პროკურატურაში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

21.08.26 20:38
თამარ ბაჩალიაშილის საქმე - მშობლებმა პროკურატურაში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

6 წლის წინ დაღუპული ახალგაზრდა ქალის, თამარ ბაჩალიაშილის მშობლებმა პროკურატურაში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი რეაცია პროკურორის განმარტებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ საქმეზე ხელმეორედ დაიწყოს გამძიება. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მხოლოდ იმ პირრთა ვინაობა აინტერესებდათ, რომელთა შესახებაც საუბრობდნენ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობლები და რომლებზეც ამბობდენ, რომ საქმის ოქროს მოწმეები იყვნენ. 

ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით. რამდენი ადამიანი ჩავაგდო პრობლემებში. თუ ვინმე რამე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რომ პრობლემა არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა. 

იმ პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათევ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს, სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. ყველანაირად გამომიყვანეს წონასწორობიდან, არ მიბრუნებენ კომპიუტერს," - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის პროკურატურას მოწმეს ვერ დაუსახელებდა - "მე იმ მოწმეს ოჯახს ვერ დავუღუპავ. ადრეც ესე გააკეთეს, ვინ გაიგეს წავიდნენ დააშინეს". 

მშიერი მგლები რომ არიან, ასეთი უსამართლობა არცერთ ქვეყანაშ არაა. ცოცხალი თავით არ უნდათ ეს საქმე გამოიძიონ. ვინ დგას ამის უკან, ფაქტი ჩანს, რომ მომიკლეს შვილი - არ იძებენ ამ საქმეს, ცოცხალი თავით გამოდის, რომ არ გამოვიძიებ. მანიაკების ხელშია ქვეყანა. ხელს აფარებენ, ბაკურაძეს არ იცნობენ, აბა რა პროკურატურა ხარ, რატომ ზიხარ აქ, რას მიკეთებ, სად წავიდე... ამათ უნდათ პირდაპირ ვუთხრა მე მოწმე, რომ სანამ დაიწყებენ, წავიდნენ დედა უტირონ, მე იმ მოწმეს ოჯახს ვერ დავუღუპავ. ადრეც ესე გააკეთეს, ვინ გაიგეს წავიდნენ დააშინეს.... შვილი მომიკლეს, სამართალს ვერ ვპოულობ," - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა: 

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

მსგავსი სიახლეები