"კობახიძე არის ყველაზე საშიში ადამიანი ივანიშვილისთვის დღეს" - გიორგი მუხიგულაშვილი

21.08.26 21:50
"კობახიძე არის ყველაზე საშიში ადამიანი ივანიშვილისთვის დღეს" - გიორგი მუხიგულაშვილი

"კობახიძე არის ყველაზე საშიში ადამიანი ბიძინა ივანიშვილისთვის დღეს" - ამის შესახებ გიორგი მუხიგულაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი "ცოტა გაგებით უნდა მიუდგეს" ირაკლი კობახიძის არსებობას. 

სამოქალაქო აქტივისტი ივანშვილს მიმართავს: "ბიძინა ერთი შეეცადე და კობახიძეს გადაუტრიალე წარბი და მერე ნახავ, როგორ გავიგებთ საზოგადოება შენს სულელურ გადახრებს, გადმოხრებს, გატაცებებს და შენ სტუმრების სიას".

ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დაუპირებს კობახიძეს მოხსნას, ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილის არაერთ გატაცებას, არა ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ძალიან ბევრ კომპრომანტს ვიხილავთ საჯაროდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ ვნახეთ, კვირიკაშილის პრემიერობის დროს, როდესაც ბიძინა ივანშვილის სახლიდან გამოდიოდა ეტაპობრივად რაღაც ჭორები, რაღაც ამბები, ეგ არის ზღვაში წვეთი.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილი დაურეკავს კობახიძეს და ეტყვის გადადექი, სხვა უნდა მოვიყვანო პრემიერადო და კობახიძე თავისთავს ფიზიკურად გაინადგურებს. კობახიძე იმასაც ხვდება, რომ ღარიბაშილზე უარესი დღე ელის, თუ ციხეში არ მოხვდება, გარეთ გაუსწორდება ხალხი. 

ბიძინა ერთი შეეცადე და კობახიძეს გადაუტრიალე წარბი და მერე ნახავ, როგორ გავიგებთ საზოგადოება შენს სულელურ გადახრებს, გადმოხრებს, გატაცებებს და შენ სტუმრების სიას. დამიჯერე ბიძინა ცოტა გაგებით მიუდექი კობახიძის არსებობას და მეტი ტვინი დააყოლე, ისე არ მოიქცე, როგორც სხვებს მოექეცი. 

დღეს კი, კობახიძე არის ყველაზე საშიში ადამიანი ბიძინა ივანიშვილისთვის დღეს," - განაცხადა გიორგი მუხიგულაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები