მედია: მარნეულში კაცმა სამი ნათესავი დაჭრა

22.08.26 00:30
მედია: მარნეულში კაცმა სამი ნათესავი დაჭრა

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - აქტუალ. ჯის ინფორმაციით, მარნეულში, კაცმა, რომლის გადაყვანასაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცდილობდნენ, 3 ადამიანი დაჭრა.

როგორც მედია წერს, სამივე მათგანი მისი ნათესავია. 

"პირველების" ინფორმაციით, დაშავებულები, რომლებიც მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იყვნენ გადაყვანილები, სავაადმყოფოდან გაწერეს. 

დანაშაულში მხილებული კაცი დაკავებულია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები