ექს-პრემიერის ცოლის დის ქმარი პრობაციიდან გაუშვეს - "ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა"

22.08.26 13:09
ექს-პრემიერის ცოლის დის ქმარი პრობაციიდან გაუშვეს - "ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა"

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დის ქმარი, ლევან სანამაშვილი პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გაუშვეს - ადვოკატ, ლილი გელაშვილის ინფორმაციით ნათია თამაზაშვილის მეუღლე სმსახურიდან ახსნა-განმარტებების გარეშე დაითხოვეს.

ღარიბაშვილის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მიზეზი დაპატიმრებული ექს-პრემიერის ციხიდან გააქტიურება და "ოცნებასთან" დაპირისპირებაში შესვლაა.

"ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა..." - ეუბნება "პრიველებს" ლილი გელაშვილი. 

დიახ (ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი რადგან არის, ამიტომ გაათავსიფულეს) რადგან, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ (სამსახურიდან გამოეშვათ). ხელშეკრულების დადებას და გაუქმებას აქვს თავისი პირობები და ამ დროს მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუცხადეს, როდესაც უთხრა რომ, დაესახელებინათ მისთვის მიზეზი, ვერ დაუსახელეს მიზეზი, ისე გამოუშვეს სამსახურიდან. რა თქმა უნდა, ეს არის დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილთან, ამ მიმდინარე საქმესთან და სწორედ აი ასეთი განადგურებებია და ალბათ კიდევ გაგრძელდება და სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ირაკლი, როდესაც აკეთებდა თავის განცხადებებს. 

დიახ პრობაციაში მუშაობდა, რომ არ შემეშალოს, 20 წელია, რაც საჯარო სამსახურში იყო ეს ადამიანი. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ სადმე ირაკლი ღარიბაშვილის გამო მუშაობდა, მანამდე საჯარო სამსახურში მუშაობდა". - ამბობს ლილი გელაშვილი. 

ნათია თამაზაშვილი გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილის ცოლის დაა, ამავდროულად ექს-პრემიერის ინტერესებსაც იცავს.  ის ბოლო რამდენიმე დღეა რუსთავის ციხეში ყოფილ პრემიერთან ადვოკატის სტატუსით შედის. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები