საგანგებო ვითარება სანქტ-პეტერბურგი–თბილისის რეისზე - თვითმფრინავმა სპეციალური კოდი გაააქტიურა

24.08.26 10:21
საგანგებო ვითარება სანქტ-პეტერბურგი–თბილისის რეისზე - თვითმფრინავმა სპეციალური კოდი გაააქტიურა

საგანგებო ვითარება სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით მომავალ თვითმფრინავზე - Flightradar24-ის მონაცემებით, ავიაკომპანია Azimuth-ის რეისმა A47017 ფრენის დროს საგანგებო კოდი გაააქტიურა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

რეისი სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორსაათნახევრიანი დაგვიანებით აფრინდა. ფრენის დროს ბორტზე გააქტიურდა სპეციალური ტრანსპონდერული კოდი, რომელიც ავიაციაში საგანგებო ვითარების შესახებ სიგნალს ნიშნავს.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეკიპაჟის მიერ საგანგებო კოდის გააქტიურება - ტექნიკური გაუმართაობა, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ სხვა გარემოება.

არსებული მონაცემებით, აღნიშნული ტიპის თვითმფრინავი 103-მდე მგზავრს იტევს. დამატებითი ინფორმაცია ბორტზე არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები