თბილისში სამმა არასრულწლოვანმა "ნიკორას" მაღაზია გატეხა - ლევან ზაზაძე
თბილისში, კედიას 10 ნომერში "ნიკორას" მაღაზია გატეხეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე აქვეყნებს.
ზაზაძის ინფორმაციით, მაღაზია სამმა არასრულწლოვანმა გატეხა.
ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ აქვს ჩამსხვრეული მინები "ნიკორას" მაღაზიას.