უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი - კიევში ევროპული ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

24.08.26 10:44
უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი - კიევში ევროპული ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი - კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო მეთაურები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩავიდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ანდრეი სიბიგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ალარ კარისს კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა.

ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საზღვარგარეთ ენდი ბერნემის პირველი ვიზიტია.

მსგავსი სიახლეები