ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდეს

24.08.26 13:21
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდეს

ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. სავარაუდოდ, ამის შესახებ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, როცა სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება. 

არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, რომ საპროცესოსთან დაკავშირებით რაიმე სიახლეა. რა თქმა უნდა, ჩვენ საპროცესოს ველდოებით და მიმართული გვაქვს კიდეც ". - უთხრა "პირველებს" ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ. 

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის კიდევ ერთი უფლებადამცველი, მარიამ შათირიშვილი ამბობს, რომ სანამ ის  შვებულებაში გავიდოდა, საუბარია დაახლოებით ორ კვირიან პერიოდზე, მანამ სიახლე საპროცესოსთან დაკავშირებით არ ყოფილა. 

სიახლე საპროცესოზე არვიცი, მე ვიდრე შვებულებაში გავიდოდი, მსგავსი არაფერი მოიაზრებოდა", - ამბობს ადვოკატი. 

შათირიშვილის თქმითვე, ასევე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს იმ ჩვენებაზე, რომელიც გამოძებსი ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა. 

სიახლე საპროცესოზე არვიცი, მე ვიდრე შვებუელბაში გავიდოდი, მსგავსი არაფერი მოიაზრებოდა. მე ორი კვირა შვებულებაში ვარ და თბილისში არ ვარ, შესაბამისად, კომუნიკაცია ბოლო პერიოდია კომუნიკაცია არ მქონია.  მე ვიდრე შვებულებაში წავიდოდი, მსგავსი რამ არ იყო ჩემთვის ცნობილი. 

ჩვენ დიახ ერთად მოვისმინეთ ტუკვაძის ჩვენება სასამართლოში და ეს სადაო არ არის. არ ვარ ამ ჩვენებებზე (ახალზე) საქმის კუსრში. მე სანამ გავიდოდი შვებუელბაში, ამ ჩვენებებზე საუბარი არ ყოფილა". - აცხადებს უფლებადამცველი.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.

პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.