უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა
თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დროშებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საპოლიციო ძალები, ცოტა ხნის წინ, მოქალაქეებს დროშების გაშლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც შეძახილები მოჰყვა.
ამ დროისთვის, მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მსვლელობით უკრაინის საელჩოდან რუსთაველისკენ მიემართებიან.
სოლიდარობის აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. მან შენიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ვიდეომიმართვაში "გამარჯვება" არ უხსენებია.
დღევანდელი ამბავი არის უკრაინის დამოუკიდებლობა, უფრო სწორედ უკრაინის ბრძოლა და უკვე გამარჯვება იმიტომ, რომ ის რაც ხდება დღეს, 4 წელიწადნახევრია უძლებს უკრაინა და არა მხოლოდ უძლებს, რეალურად დაამარცხა რუსეთი, რომელმაც ამ ომში დაამტკიცა ის, რომ უკვე არაფერი აღარ შეუძლია, რაც არ უნდა გამოიყენოს თავისი ძალადობრივი ბუნება, მაინც ვერაფრით ვერ ახერხებს მიაღწიოს იმ თავის მიზნებს, რაც იყო გამოცხადებული პირველივე დღიდან.
ეს არის პროტოკოლური მილოცვა დამოუკიდებლობის დღეს, ყველა ქვეყანა ყველა ქვეყანას ულოცავს თავის დამოუკიდებლობის დღეს, ამაში არაფერი არ არის, მთავარია რა ტერმინებით. [მენიშნა] გამარჯვება რომ არ არის ნახსენები, ერთი რამე რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, არის ისიც, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენც ვუსურვოთ გამარჯვება. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე ჩვენთვის და მთელი ევროპისთვის," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.