თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

24.08.26 21:17
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. 

მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო.

თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

მედია იუწყება, რომ საქმეზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.