ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი
თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისი.
მისი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილთან "ვაჭრობა" არ მიდიოდა, მაშინ მას სხვა შემთხვევაში წინასწარ არ უნდა სცოდნოდა, რა ბრალდება წარედგინებოდა.
მაია მწარიაშვილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს არა ის, რომ მას ბრალდებების არჩევნის საშუალება მისცეს, ("ყველაფერი, მოწმეები, ბრალდებები შეთანხმებით, ანუ როგორც გაგიხარდება - დაახლოებით ეს სერვისია"), არამედ ის, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს.
ცხადია, არაერთ სამართლებრივ შეკითხვას აჩენს - ის, რომ ეს წერილი გამოაქვეყნა ბატონმა ღარიბაშვილმა რამდენიმე დღით ადრე და მან ამ წერილში თქვა, რომ ასარჩევად შესთავაზეს კორუფციული ბრალები და დღეს მისი ბრალდების დადგენილება გამოაქვეყნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, მან წინსწრებით ეს იცოდა. ნორმალურ შემთხვევაში მას ეს წინსწრებით არ უნდა სცოდნოდა იმიტომ, რომ დღეს წარუდგინეს მას ბრალდება და მასთან ამ ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ ყოფილა აქამდე, საქმის მასალები ასე იქნება ყოველ შემთხვევაში და ბატონი ღარიბაშვილი მკითხავი არ გახლავთ და სიზმარში არ ნახავდა ამას, ფაქტია, რომ მან ეს იცოდა წინსწრებით. მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ დიახ, ეს წერილი სინამდვილეს შეესაბამება და მასთან ეს ვაჭრობა მიდიოდა და მას ეს ინფორმაცია ჰქონდა, რაც უტყუარად დადასტურდა. სხვა ვერცერთ შემთხვევაში მას ეს ინფორმაცია ვერ ექნებოდა, რომელმა სხვა ბრალდებულმა რა ჩვენება მისცა გამოძიებას. [...]
სხვადასხვა ბრალდებები ასარჩევად, ყველაფერი, მოწმეები, ბრალდებები შეთანხმებით, ანუ როგორც გაგიხარდება - დაახლოებით ეს სერვისია. ასევე ჩატარდა პირველი საპროცესო შეთანხმება, დახურულ ვითარებაში, ბუნდოვანი ბრალდებები.
[ღარიბაშვილის] წუხილი მიემართებოდა განა იმას, რატომ არის ეს ასეთი უბედურება, როგორ შეიძლება შესთავაზო, აირჩიო რომელი მართლმსაჯულება გესიამოვნება, რომელი ბრალდებით, რანაირად, რომელ მოწმესთან შეთანხმებით - ეს არ ჩანს პრობლემად მის წერილში, მის წერილში თვითონ ხედავს პრობლემად, რომ იმაზე მეტი მოსთხოვეს, ვიდრე შეთანხმებულები იყვნენ, გაწირეს... მართლმსაჯულება არის იარაღი, სხვადასხვა მოტივებით, ანგარიშსწორებისთვის - ეს კი არ არის ღარიბაშვილისთვის პრობლემა, რომ ასეთი ქვეყანა შეგვიქმნა ჩვენ, მისთვის არის პრობლემა, რომ მას აქვს ეს პრობლემა დღეს," - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძის მიცემული ჩვენება სანდოობას არ უნდა იწვევდეს, თუ ეს ჩვენება თავისუფლების სანაცვლოდ არის მიღებული.
ასეთი გზით მიღებული ჩვენება და აღიარებითი ჩვენებები, რაც მიიღება თავისუფლების სანაცვლოდ, თუ ეს თავისუფლება შეიცვლება, თავისთავად ცხადია, არცერთ გონიერ და მეტ-ნაკლებ ობიექტურობის მქონე ადამიანს სანდოობას არ გაუჩენს ასეთი ჩვენებების მიმართ, თუ სასწორზე დევს ან თავისუფლება, ან თანამშრომლობა ვიღაცის ხარჯზე," - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს - საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.