"მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა, კობახიძე კანკალებს, კალაძე კი შეიძლება რუსთაველზე ჩაიმარხოს" - სალომე ზურაბიშვილი
შაბათის მარშს ტრადიციულად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხალხის ბრძოლა უნდა მიეძღვნას საქართველოში იმ უკონტროლოდ შემოსული რუსების გაკონტროლებას, რომლებიც გაურკვეველი მიზეზებით კვეთენ ლარსს და არავინ იცის, როდის გადიან ჩვენი ქვეყნიდან.
ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ შემოდინებულმა რუსებმა ხვალ და ზეგ შესაძლოა საქართველოში პროვოკაციები მოაწყონ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში უკვე კონტროლი მოშლილია და არავინ იცის ხელისუფლებაში, ვინ რას აკეთებს.
"მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა, "მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა, კობახიძე კანკალებს, კალაძე კი ერთ დღეს შეიძლება რუსთაველზე ჩაიმარხოს? - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვა არ შეუძლია და მის პარტიაშიც უკვე ყველაფერი ჩამოშლილია.
"ამ ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
დღევანდელი ბრძოლა არის ის, რომ 100 000 რუსი შემოდინება ამ ქვეყანაში, ისე, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. არ ვიცით, ვინ შემოდის, სად რჩებიან, გადიან თუ არ გადიან ამ ქვეყნიდან. ვინ არიან ის პროვოკატორები, რომლებიც ხვალ დაგვაბრალებენ რუსოფობიას და ამ პირობებში რაღაცა ფობიები იზრდება. ამიტომ, ეს ყველაფერი არის დიდი წრე, რომელსაც სჭირდება კონტროლი, უსაფრთხოება აღარ გვაქვს, არავინ ვიცით, ვინ რას აკეთებს. მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა და "რა გევშველება"... ამიტომ ეს არის დღევანდელი ჩვენი საფიქრალი, რომ არც ავყვეთ არცერთ პროვოკაციას, მაგრამ ყოველდღიურად მოვითხოვოთ კონტროლი ამ უკონტროლო მდგომრეობაზე.
ჩამოშლის პირას აღარ არის ეს, აღარავინ აღარ დარჩა (ოცნებაში). ერთი კობახიძე კანკალებს ალბათ დღეს, ერთი კალაძე, რომელიც თავისი რუსთაველის ტყვეა და შეიძლება ერთ დღეს იქვე ჩაიმარხოს ისეთ დღეშია რუსთაველი.
არავინ აღარ დარჩა, ვისაც რამე მოეკითხება, ვისაც რაიმე კონტროლის ბერკეტი აქვს ამ ქვეყანაში, ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანას პატრონი აღარ ჰყავს. და ის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მართოს ქვეყანა, ეს არის სრული ილუზია. შეუძლია მართოს ის ხალხი, რომლებიც მის ირგვლივ არის, შეიძლება ისინი დააშინოს, ფული მოატინინოს, ამითი იწყება და მთავრდება მისი მმართველობა. მართვა დღეს სულ სხვა რამ არის. ეს ქვეყანა დღეს არ არის მართული, საზღვარი არ არის დაცული, უსაფრთხოება არ არის დაცული", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის მიერ 9 პატიმრის შეწყალებაზეც:
"ქართული ოცნება შეიძლება რაღაცას თამაშობს, რომელიც დიდად არ მაინტერესებს. მე ძალიან მიხარია ნებისმიერი სინდისი თუ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, როგორც ძალიან მეამაყება იმ სინდისის პატიმრების თუ პოლიტიკური პატიმრების, რომლებიც უძლებენ ამ ძალიან მძიმე წნეხს. ორივეს მივესალმები", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
- მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.
დღევანდელი მარში ემიგრანტებს ეძღვნებათ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ემიგრანტებმა უნდა იაქტიურონ, ხელში აიღონ ბერკეტი და თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა იბრძოლონ.