“იმედის“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემნის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა

31.08.26 16:30
“იმედის“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემნის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა

ირაკლი ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემანის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი“, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, “პაემანი ჩანიშნული არც ყოფილა და არც გაუქმებულა“.

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

დღეს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინა კვირაში შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ, ეს პატრიმობაში მყოფ ექსპრემიერზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით მოხდა.

მსგავსი სიახლეები