თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების დროს ნაცემი კიდევ ერთი ქალი ანამარია ყიფიანია
ადვოკატი იაკო კვანტალიანის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების დროს ნაცემი კიდევ ერთი ქალი ანამარია ყიფიანია.
ამის შესახებ უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს და დაზარალებულის ფოტოებს აქვეყნებს.
კიდევ ერთი ნაცემი ქალბატონი თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების დროს ანამარია ყიფიანია - ეს ძალადობის მომხრე პოსტ ტვ გადაეცი გთხოვთ! რომლებიც აღტკინებით წერენ ჩემს სახეზე და ძალადობაზე, ეს გამივლის მაგრამ თქვენ რომ დიდი ხანი არ გიწერიათ ხომ იცით ისედაც?! სამარცხვინოებო," - წერს ადვოკატი.
გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით - სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.