"ვითხოვთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას“ - ქეთი თურაზაშვილი
"მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაიცალა საქართველო ," - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა სკოლებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დღეს ბულაჩაურის და აბანოთხევის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ სკოლებს წლებია ჰპირდებიან გარემონტებას და ახალ ტერიტორიაზე სკოლის აშენებას, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.
დღეს ვნახე ატენის სკოლა-ინტერნატი, სადაც ათ წელზე მეტია ზარი არ დარეკილა. ახლა ვარ ატენის აჯარო სკოლაში და თქვენ ჩემს ზურგს უკან ხედავთ, რა მდგომარეობაშია მიტოვებული შენობა. რვა წელია ბავშვები ამ სკოლაში არ მოსულან და დადიან რამდენიმე კილომეტრში, ხიდისთავის სკოლაში. არადა, ეს არის უნიკალური ადგილი, არაჩვეულებრივი ბუნება, ახლოს მდინარე, დაცული ტერიტორია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ასეთი ტერიტორია და ადგილები ბავშვებისთვის არ ემეტება. მე იმედს ვიტოვებ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული რომელიმე ბიზნესმენი არ ჩაიგდებს ხელში აი, ამ უნიკალურ ადგილს და ეს ადგილი დარჩებათ ბავშვებს. როდესაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ასეთ არაჩვეულებრივ ადგილებს დავუბრუნებთ ჩვენს ბავშვებს. - ამბობს ლიდერი.
თურაზაშვილის თქმით, დღევანდელი განათლების მინისტრი აბსოლუტურად ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და არ იცის რა არის მთავარი განათლების სფეროში.
მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მივმართავ მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ვალდებული ვართ მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაიცალა საქართველო. მშობელს ყველაზე მეტად თავისი შვილისთვის უნდა ხარისხიანი განათლება, რაც დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მიდიან დღეს საქართველოდან, ოჯახებთან ერთად მიდიან და ტოვებენ ქვეყანას.-განაცხადა თურაზაშვილმა.
შეხსენებითვის, დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით არაერთ სკოლაში სწავლის პროცესზი ვერ დაიწყო, ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიცია დილიდან საუბრობს.
ამავე თემაზე:
- მოვითხოვთ პასუხს - როდის დაიწყება თითოეული სკოლის რეაბილიტაცია? - რუსთავის სამ სკოლაში სწავლა ვერ დაიწყო
- თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო
- თბილისის მე-14 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის ისევ ვერ გაიხსნა - მშობლები დახმარებას ითხოვენ
- რამდენი სკოლა ვერ იწყებს ახალ სასწავლო წელს? - ბრიფინგი
მსგავსი სიახლეები
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
ჟურნალ Forbes-ის პროექტი 30 Under 30 ყოველწლიურად ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.