ელიზბარაშვილის ადვოკატი: ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კოუნიკაცია
დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც მან გაავრცელა ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის „გარე სამყაროსთან კავშირის აკრძალვაზე“, დაუკავშირდა გამოძება და უთხრეს, რომ „ტექნიკური შეცდომა მოხდა“.
უფლებამდაცველის თქმით, მას გადაეგზავნა ახალია დადგენილებაც, სადაც წერია, რომ ელიზბარაშვილის მხოლოდ სატელეფონო კომუკინაცია შეეზღუდა.
ახლახანს დამიკავშირდა გამოძიება, მითხრეს რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა, თამაზ ელიზბარაშვილს შეეზღუდა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია!
შესაბამისი დადგენილებაც გადმომეგზავნა,- წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.