სამტრედიაში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

26.09.26 11:45
სამტრედიაში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

ტრაგედია სამტრედიაში - მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. 

შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.