გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი დაზარალებული და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს
გიორგი გახარიას პროცესი - 20 ივნისის საქმეზე ერთი მოქალაქე და 2 ჟურნალისტი გამოკითხეს.
მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ ბრძანების გამცემი პირი მათ არ დაუნახავთ.
ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, აქციის მონაწილემ გაიგონა, რომ სროლის ბრძანება გაიცა, თუმცა ვინ იყო ამ ბრძანების გამცემი, ვერ აკონკრეტებს.
როგორც გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა ამბობს, პროკურატურა გახარიას ვერ ედავება ამ ბრძანების გაცემას და საინტერესოა, რისთვის ტარდება ეს პროცესი საერთოდ.
სამი მოწმე გამოიკითხა, 2 ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას იმ დროს, ერთი კი იყო დაზარალებული მოქალაქე. მძიმე დაზიანებებებით კი არ მოუყვანიათ დღეს, მოიყვანეს მსუბუქი კატეგორიის ხარისხის დაზიანებებით ადამიანები. თავად პროკურატურაც პირდაპირ აცხადებს, თავისივე ბრალის დადგენლებაში, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება არ გაუცია. თუ ამ ადამიანებს რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო პროკურატურა გახარიას ვერ ედავება ამ ბრძანების გაცემას, რისთვის ტარდება ეს პროცესი საერთოდ. პირდაპირ თქვა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომ 20 ივნისის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, “ოცნების“ ხელისუფლება უკანონოდ იყენებს გახარიას წინააღმდეგ. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მართლმსაჯულება, ბუნებაში ვერ იარსებებს მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას დაუდასტურებს, რომ მან წინასწარ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, - განაცადა ბერდია სიჭინავამ.
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.