"სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -პატიმრის დედის პირველი გამოხმაურება პენიტენციურის კადრებზე

02.10.26 14:37
"სხვა გზას არ მიტოვებენ, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -პატიმრის დედის პირველი გამოხმაურება პენიტენციურის კადრებზე

ეს არის შოუ - ასე ეხმაურება იმ პატიმრის დედა ოენიტენციური სამსახურის მიერ გავცრელებულ კადრებს, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 

ირმა დავითაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" საუბრობდა, როცა პაატა სალიას უწყებამ კადრები გამოაქვეყნა.

დავითაძე აცხადებს, რომ კადრების 5 ფაილი აქვს  ნანახი, პენიტენციურმა კი მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელა, რაც მას აწყობდა. 

"სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები, ყველაფერი უნდა ვთქვა..." -ამბობს გიორგი დავითაძის დედა.

ეს არის ნაწილი იმ კადრის, 5 ფაილი მაქვს ნანახი. ეს არის ახლა შოუ ამათი. 20 წუთიანი მასალაა. აქ მოჭრეს ერთი წამი, რაც მათა აწყობდათ. არ გამოგივათ, რომ გარეცხოთ ეს დანაშაულებრივი ქმედებები. სადღაც 20 წუთი მიმდინარეობდა ეს პროცესი, მე რა ფაილებიც მაქვს ნანახი, მაშინ დეტალებშიც შევალ, სხვა გზას არ მიტოვებენ ეს არაკაცები. ისევ ჩემი შვილის ღირსებას ვერიდოებოდი, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. ეს ჯალათები, რომელბსაც გიორგი დეესკალაციის ოთახში მიჰყავთ, გიორგი მშვიდად მიყვება, არ იცის, რისთვის მიჰყავთ", - ამბობს დედა. 

რა მოხდა რუსთავის ციხეში -  პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს  დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს. 

შეგახსნებეთ, რომ პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს -  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს -  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ არის მიცემული. 

მსგავსი სიახლეები