„გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატი
მე-6 დაწესებულების მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო ციხის თანამშრომლებმა რეზინის ხელკეტებით სცემეს. ამის შესახებ "პირველებს" ატიმრის ადვოკატმა ანა აკოფოვამ განუცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ პატიმრის განცხადებით, ძალადობა 2 ოქტომბერს, მე-6 დაწესებულებაში მოხდა. იურისტის ინფორმაციით, პატიმარმა გიორგი დავითაძეს შეძახილებით გამოუცხადა სოლიდარობა, რის შემდეგაც ის ცალკე ოთახში შეიყვანეს და სცემეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ჩაჩანიძეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე - ხელებზე, მუხლებსა და ზურგზე დაზიანებები ამ დრომდე ეტყობა.
მისი თქმით, მსჯავრდებული ძლიერ თავის ტკივილსაც უჩივის და აცხადებს, რომ ცემის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რათა წინააღმდეგობა ვერ გაეწია.
დავითაძეს როგორც ჩანს რამდენიმე მსჯავრდებულმა გამოუცხადა სოლიდარობა, სოლიდარობა, რა თქმა უნდა, გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ გადაძახილი ჰქონდათ მსჯავრდებულებს ერთმანეთთან საკნებიდან და ამის გამო ციხის ადმინისტრაციამ გაიყვანა ყველა ეს მსჯავრდებული სათითაოდ და ყველას გაუსწორდა ფიზიკურად.
უშუალოდ ლაშა ჩაჩანიძეს მე დღეს შევხვდი, ის უკვე გადმოყვანილია N3 პემნიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ბათუმში მდებარეობს და ლაშას აღენისნება სხეულზე სერიოზული დაზიანებები, ეს არის მხრების არეში, ხელებზე, მუხლებზე, ზურგზე, მუცელზე და ა.შ. ტასაცმლით დაუფარავ ნაწილზე მას აშკარად ეტყობა დაზიანები, ასევე უჩივის თავის ტკივილს, იმიტომ, რომ თანამშრომლებმა განახორციელეს მასზე თავზე ზეწოლა, შესაბამისად განიცდის ტკივილს.
ჩემს მიერ შეტყობინება გაკეთებული იქნება სახალხო დამცველშიც და საქართველოს პროკურატურის ცხელ ხაზზე და წერილებიც შესაბამისად გაგზავნილი იქნა. ველოდებით მათგან რაეგირებას. მისი გადაყვანა N3 დაწესებულებაში მოხდა დაუყონებლივ და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისი, რომ დაწესებულებაში მომხდარია რაღაც ინციდენტი, რომელსაც ისინი არ ახმაურებენ"- აცხადებს ადვოკატი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“. კითხვაზე, რატომ აქვს მსჯავრდებულს დაზიანებები და მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ, ხოლო ბათუმის დაწესებულებაში მისი გადაყვანის მიზეზის დასახელებაზე პერსონალური მონაცემების დაცვაზე მიუთითეს.
მსგავსი სიახლეები
„პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ - ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
ჭავჭანიძემ სასამართლოში მოითხოვა, პროკურატურას მისთვის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხი გაეცა და ის სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინათ.