ფრანგი ფოტოგრაფის საქართველოდან შესაძლო გაძევების საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 12 ოქტომბერს გამოაცხადებს

05.10.26 16:48
ფრანგი ფოტოგრაფის საქართველოდან შესაძლო გაძევების საქმე - სასამართლო გადაწყვეტილებას 12 ოქტომბერს გამოაცხადებს

 

 

საქალაქო სასამართლოში დასრულდა პროცესი, რომელზეც საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის ნიკოლა პრი-მერსკის ქვეყნიდან შესაძლო გაძევების საკითხი განიხილებოდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა საქმე არსებითად განიხილა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია.

გადაწყვეტილებას სასამართლო 12 ოქტომბერს გამოაცხადებს.

ოფიციალურად ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო გაუუქმდა ფრანსის ნიკოლა პრი-მერსკის  ბინადრობის ნებართვა, არ გვაქვს. სააგენტოს მოსაზრებით ეს მოხდა სუსის გარკვეულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, თუმცა საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ სამსახურს რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ არ აქვს. 

განხილვების დროს რაიმე ახალი არ გამოკვეთილა, იმის გარდა, რაც მანამდე უკვე ჩვენთვის ცნობილი იყო, სააგენტოს რაიმე ახალი დასაბუთება არ წარმოუდგენია, აქედან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი და შესაბამისად, უნდა აღუდგეს ამ ადამიანს საქართველოში ცხოვრების უფლება. ეს ადამიანი უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს, ათეული წელია, რაც მუდმივად იმყოფება საქართველოში, აქ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, არც ჰქონია რაიმე ტიპის პრობლემა როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით, - ამბობს ადვოკატი. 

ფრანგ ფოტოგრაფს, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებს, ბინადრობის ნებართვა მოულოდნელად შეუწყვიტეს. გადაწყვეტილების საფუძვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სახელდება, თუმცა კონკრეტულად რა გარემოებებს ეყრდნობა უწყება, უცნობია - საქმესთან დაკავშირებული დეტალები გასაიდუმლოებულია. 

მსგავსი სიახლეები