რატომ ისაუბრა კობახიძემ საქართველოს ფოსტაში შესაძლო კორუფციაზე ახლა - სად არის შიდა აუდიტის დასკვნა?

07.10.26 18:08
რატომ ისაუბრა კობახიძემ საქართველოს ფოსტაში შესაძლო კორუფციაზე ახლა - სად არის შიდა აუდიტის დასკვნა?

ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოს ფოსტაში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრა და გამოძიების დაწყება დააანონსა, ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ უწყებაში კორუფციის შესახებ წლების წინაც ცნობილი იყო.  

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად "ჯერ საქართველოს" მრჩეველი ნიკა ალავიძე "პირველებს" ეუბნება, რომ თაროზეა შემოდებული დასკვნა საქართველოს ფოსტის შესახებ, რომელიც შიდა აუდიტმა მაშინ მოამზადა, როცა ის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. 

ალავიძეს აინტერესებს, რატომ დაინტერესდა "ოცნება" ფოსტაში კორუფციით ახლა. 

"ეს არ არის აღმოჩენა, ეს არის კიდევ და კიდევ პირადი გამორჩენის და პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი" - ამბობს ალავიძე. 

ნუ ეს ბატონმა კობახიძემ რომ გაიგო, უკვე მისასალმებელია. მაგრამ, ეს ახალი აღმოჩენა არ არის. რომ წამოვედი იმ სახელმწიფო სამსახურიდან, ვისაც დავუტოვე, გადავეცი სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ფოსტასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაშინ ფოსტის კანონზეც ვმუშაობდით, რომელიც დღემდე მიუღებელია. 2019 წელს ჩემს მიერ გაკეთდა ანალიზი, რომლეიც ყველა იმ შესაძლო თუნდაც კორუფციულ გადახრებს იმ შეუსაბამობებს დასახავდა, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს გააჩნდა. თუმცა ასევე იკვეთებოდა თარგი, რომ სხვა სახელმწიფო საწარმოებიც ასეთივე პრობლემებით იქნებოდა წარმოდგენილი - მათ შორის სამსახურებრივი გულგრილობის, არაკომპეტენციის. ეს არ არის აღმოჩენა, ეს არის კიდევ და კიდევ პირადი გამორჩენის და პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, რომელსაც ამ 7 წლის განმავლობაში ვისაც დაასვამენ, თავისივე გუნდის ყოფილ წევრს "სიკვდილის ბუზს" იმათი ანგარიშსწორებისთვის იქნება გამოწერილი", - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

ირაკლი კობახიძე საქართველოს ფოსტაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას აანონსებს.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ იყო შუამავალი კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები - "ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".

კობახიძის თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ მოგებაზე გავა და დასძინა, რომ ეს საკადრო ცვლილელების შედეგია.

 

მსგავსი სიახლეები