მეწყერი ხოფაში - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

08.10.26 12:52
მეწყერი ხოფაში - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

1 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად.

ინფორმაციას “ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეწყერი ტირ პარკთან ჩამოწვა, სადაც სატვირთო ტრაილერები იყო განთავსებული.

მეწყერმა დააზიანა 8 სატვირთო და 1 ცისტერნიანი ავტომობილი.