გიორგი დავითაძეს ექსპერტიზაზე უარი არ უთქვამს, ეს მტკნარი სიცრუეა - ადვოკატი
ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, რომ თითქოს, გიორგი დავითაძემ თქვა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეს არის მტკნარი სიცურე, - ამის შესახებ დავითაძის ადვოკატმა, დარეჯან სულაშვილმა თეა ადეიშვილის “დღის ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, რომლის ტანახმად, ექსპერტიზის ჩატარება მხოლოდ 72 საათში ტარდება, მას ეს გადააფიქრებინეს.
როდესაც დეკემბერში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა გიორგისთან, მან თვითონ მოითხოვა ეს ექსპერტიზა იმისთვის, რომ დაედასტურებინა, რა ტიპის ძალადობა განხორციელდა მასზე, თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან იყო რეკომენდაცია, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს 72 საათში და მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგენა დაზიანების. იქიდან გამომდინარე, რომ 72 საათზე მეტი იყო გასული, არ ჩაუტარდა. ეს არ იყო ინიციტივა გამოძიებისგან, თვითონ გიორგი ითხოვდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გადააფიქრებინეს, - განაცხდა სულაშვილმა.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.