ზელენსკი აშშ-ს: პირი გაუკერეთ რუსებს, ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა და გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის

08.10.26 22:59
ზელენსკი აშშ-ს: პირი გაუკერეთ რუსებს, ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა და გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელწნსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება უარყო იმის თაობაზე, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულება შეუძლებელია, ვინაიდან, ვითარება “ჩიხში” შევიდა. მან აშშ-ს მოუწოდა, უკრაინას დაეხმაროს ცაში უპირატესობის მოსაპოვებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ პრილუკიში, სადაც რუსული რაკეტის საცხოვრებელ სახლში მოხვედრის შემდეგ 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი, განაცხადა, აუცილებელია, რომ ამერიკამ სანქციები დაუწესოს რუსეთის შეიარაღებას. 

მან ასევე ამერილას მოუწოდა, რომ სტარლინკი გახსნას უკრაინისთვის. 

გესმით, არ შეიძლება ერთი მხრივ რუსებს სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რაღაც დიპლომატიურ ჩიხში. არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. პირი გაუკერეთ რუსეთს. ნუ კვებავთ მათ თქვენი მიყიდვებით. უბრალოდ სანქციები დაუწესეთ მათ შეიარაღებას. გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის, უკრაინისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა “სტარლინკი” გახსნა, როდესაც ირანს პასუხობდა, რის შედეგადაც “ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა ირანის ცას”.

ანუ, როდესაც გჭირდებათ, ეს მუშაობს… მათთვის უკრაინის დახმარება არაფერი არ ღირს. და ღიად ვამბობ: “მოგვეცით, დაგვეხმარეთ დავიცვათ ცა და დომინაცია მოვიპოვოთ. შედეგად პუტინი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რატომ? რადგან დაკარგავს ყველაფერს. სამ, ორ თვეში ყველაფერს დაკარგავს. და ჩვენ ველოდებით როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და რუსებს გადასცემენ. მაშინ სად არის აქ სიმართლე, სად არის აქ პატიოსნება, სად არის ეს ყველაფერი? რა ჩიხი? ეს ჩიხი არაა, ეს ნების ნაკლებობაა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა" - განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.

"ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს დივერსიების ჩატარების კამპანიაში მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში" - თქვა რუბიომ და დასძინა, რომ სხვა ფაქტორებსაც "შეუძლია სწრაფად გადაზარდოს ორი სახელმწიფოს ომი სახიფათო რეგიონულ კონფლიქტში".

 

მსგავსი სიახლეები