დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა

19.11.26 17:29
დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა - პატარა თაია მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი გადაარჩინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი"ინგოროყვას კლინიკაში" გადაიყვანა.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი კონტაქტურია და მას ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა,  "ბავში  მეორე და მესამე სართულებს შორის, ნანგრევებში იპოვეს - მაშველები ტერიტორიას ამოწმებენ".

ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. 

მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს - ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.

მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.

სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში  დილით მოხდა.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.