გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

23.11.26 13:17
გიორგი მინდაძის დედის პირველი ემოციები შვილის გათავისუფლების შემდეგ

 

 

ნანი წულაიამ, გიორგი მინდაძის დედამ, შვილის გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: 

ყველას თავისუფლება მომელოცოს. პირველი ემოცია ვერ ავღწერ, ვერც გეტყვით. დედის გულს ცეცხლი როგორც უკიდია უდანაშაულო შვილის დაჭერის დროს, ზუსტად სიხარულის დროსაც ის ცეცხლი მიკიდია ახლა"- აცხადებს ყოფილი პატიმრის დედა. 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

საპატიმრო დატოვეს დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. 

 

მსგავსი სიახლეები