ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, ჯერ არავინ შეხმიანებიათ

23.11.26 15:38
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, ჯერ არავინ შეხმიანებიათ

 

 

ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიუხედავად, ფონიჭალაში დაზარალებულებს ჯერ არავინ შეხმიანებია - ეს ინფორმაცია "პირველებს" ადგილობრივმა მიაწოდა. 

სასტუმროში განთავსებული ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მათთვის უცნობია, როდის და რა ფორმით მიიღებენ დახმარებას.

 „ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ მოვლენ, რაღაცას გვეტყვიან“ - უთხრა მან "პირველებს". 

მისივე განცხადებით, მომხდარის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, რის გამოც გადარჩნენ, თუმცა შემდეგ შენობაში შესვლა ვეღარ შეძლეს.

ღმერთს მადლობა, რომ გადავრჩით. სახლშიც არავინ არ ვიყავით. გავედით სასტუმროში და, ვეღარ შევედით.

ჯერ არაფერი არ ვიცით, ველოდებით, რომ მოვლენ, რაღაცას გვეტყვიან“ — განაცხადა დაზარალებულმა.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, შექმნილ ვითარებაში არჩევანი არ აქვთ და მადლიერები იქნებიან ნებისმიერი დახმარებისთვის: "რასაც მოგვცემენ და რითაც დაგვეხმარებიან, მადლობის მეტი რა გვეთქმის".

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს უყიდიან.

განცხადება 20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გავრცელდა.

2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულები არიან:

  • 38 წლის ნინო ჭელიძე და მისი შვილი, 7 წლის ნუცა ფხალაძე; ოჯახის ერთი წევრი, 3 წლის თაია, რომელმაც ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა, მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს.
  • 33 წლის ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი შვილი, 6 წლის არიანა რისტიჩი;
  • 55 წლის ლალი შიშმანაშვილი;
  • 28 წლის ჯაბა საყევარაშვილი.

მსგავსი სიახლეები