საქართველო ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობება

24.11.26 15:08
საქართველო ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობება

საქართველო ქვემო ფონიჭალაში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობება - 3 წლის თაიას დედა, ნინო ჭელიძე და  და, ნუცა ფხალაძე ზესტაფონში ტაძრიდან უკვე გამოასვენეს. 

ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი მოქალაქეებიც მივიდნენ. ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ჭირისუფლებს უსამძიმრებენ.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.