გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები - დედაქალაქის მოსახლეობა გაუგებრობაშია

17.12.21 20:14
გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები - დედაქალაქის მოსახლეობა გაუგებრობაშია

გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები თბილისში? ათასობით ადამიანი მთავრობის გადაწყვეტილების გამო სრულ გაუგებრობაშია.

დედაქალაქის ყველა ღამის კლუბი წესით, დღეს საღამოს უნდა გაიხსნას, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ნებართვა ოფიციალურად გაცემული არ არის.

ათასობით ადამიანს ბილეთები უკვე ნაყიდი აქვს, ორგანიზატორებმა კი ივენთებისთვის დიდი ფული დახარჯეს.

ის, რაც კლუბების მფლობელებს მთავრობამ ზეპირად უთხრა, აღმოჩნდა რომ ხელმოწერილი არ არის. 

კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია,  ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის! - ეს განცხადება შრომის ინსპექციამ ღონისძიების დაწყებამდე სამი საათით ადრე გავრცელა.

მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, უკან არც ერთი მხარე არ იხევს. კლუბები ღონისძიებებს არ აუქმებენ, შრომის ინსპექცია კი ამ ყველაფერს უკანონოდ აცხადებს.