თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში ნუცუბიძის პლატოზე არასრულწლოვანი დაჭრეს,
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთ სუპრმარკეტთან მოხდა. მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობს.