"თავისუფლება რუსეთის ტყვეებს" - აქცია საგარეო საქმეტა სამინისტროსთან

19.12.21 15:13
"თავისუფლება რუსეთის ტყვეებს" - აქცია საგარეო საქმეტა სამინისტროსთან

"თავისუფლება რუსეთის ტყვეებს" - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილია" მთავრობას ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე საროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი.

ჩვენი მოთხოვნა ის არის, რაც პლაკატებზე წერია. ხშირად მოვდივართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთი და იგივე მოთხოვნით თუმცა დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ რუსების ტყვეობაში ახლა უკვე ქართელი სამხედროა და ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება რა ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ქართელ სამხედროს აიყვანენ ხოლმე ტყვედ. ძალიანკონსტრუქციულად მეგობრულად მოვედით სათხოვნელად, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩართონ ყველა საერთაშორიოს ორგანიზაცია, რათა ძალიან სწრაფად მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება, - თქვა "სირცხვილიას" წევრმა, გიგა მაქარაშვილმა. 

ქართველი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები