17 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული ნიკა თოიძე პოლიციას ჩაბარდა

19.12.21 20:39
17 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული ნიკა თოიძე პოლიციას ჩაბარდა

17 წლის მოზარდის დაჭრაში ბრალდებული ნიკა თოიძე პოლიციას ჩაბარდა. ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს. ნიკა თოიძე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. 

ბრალდებული ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას მინიმუმ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

სისხლიანი გარჩევა ნუცუბიძის პლატოზე  გუშინ საღამოს 8 საათისთვის მოხდა. არასრულწლოვანს საკუთარ უბანში, ნუცუბიძის პლატოზე ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგაც დანით დაზიანებები მიაყენეს. დაშავებული ამ დრომდე კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს. 

მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.