ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს

19.12.21 22:13
ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს

ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ისინი კორპუსიდან ადამიანების ევაკუაციას ახორციელებენ.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. 

მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ერთ-ერთ ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა ბინაში სინათლე აანთო, რასაც უეცარი აფეთქება მოჰყვა. 

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.