სპორტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწევს - "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია"

20.12.21 10:05
სპორტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოგვიწევს  - "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია"

სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის დაფინანსებაზე უარის თქმა მოუწევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" სპეციალურ პრესკონფრენეციას დღეს გამართავს.

სათამაშო ბიზნესის წარმოამდგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ სექტორთან მიმართებაში ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევს, რაც სპორტის დაფინანსებას შეუძლებელს გახდის. მათი თქმით, გაზრდილი გადასახადების ფონზე სასპონსორო სარეკლამო დაფინანსება კომპანიებისთვის მარკეტინგულად და ფინანსურად გამართლებული ვეღარ იქნება.

დაგეგმილ პრესკონფერენციაში მონაწილეობას სპორტსმენებიც მიიღებენ. ღონისძიება დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული.