პირველი კადრები აფეთქებული და დამწვარი სახლიდან - რა ხდება ვაზისუბანში
პირველი კადრები ვაზისუბნის აფეთქებული და დამწვარი სახლიდან - შენობის ორი სართული საცხოვრებლად უვარგისია.
"პირველების" ჟურნალისტმა ცოტა ხსნის წინ ჩაწერა ის თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამორბოდა სახლიდან ცეცხლმოკიდებული კაცი, მიწაზე წვებოდა და ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდა.
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სპეციალისტებმა შეისწავლეს კორპუსის მდგრადობაც. წინასწარი შეფასებით, საყრდენი კედლები დაზიანებული არ არის, ამიტომ შესაძლოა, ვაზისუბნის მე-15 კორპუსის მაცხოვრებლები სახლებში დღესვე შეუშვან.
ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას სხეულის 60 % აქვს დამწვარი. კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება კიდევ სამ ადამიანს, მათ მხოლოდ ინტოქსიკაცია აქვთ მიღებული. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.