საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“, 2 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ადასტურებს.
მისი ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში.
ორივე მათგანი იზოლირებულია. ამ დროსთვის მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა.